logo
ENG



Bloomberg: ამერიკის დაზვერვის დასკვნით, ჩინეთი პანდემიის მასშტაბს მალავს

02 აპრ 202000:01
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლისთვის მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტში ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახური ასკვნის, რომ ჩინეთი ​კორონავირუსის გავრცელების მასშტაბს მალავს,“ - ამის შესახებ გამოცემა „Bloomberg“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წყაროებმა, რომლებიც თეთრ სახლში თანამდებობის პირები არიან, ითხოვეს მათი სახელები არ დაესახელებინათ, რადგან თეთრი სახლისთვის წარდგენილი დოკუმენტი გასაიდუმლოებულია.

ჰუბეის პროვინციაში ვირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოსკენ დაიწყო. ოფიციალური რიცხვებით, ჩინეთში ინფიცირების 82 000 და გარდაცვალების 3 300 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საიდუმლო დოკუმენტში ჩინეთი გამიზნულად უთითებს არაზუსტ რიცხვებს და ჩინეთმა ინფიცირებისა და გარდაცვალების გაცილებით ნაკლები შემთხვევა აღრიცხა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

თეთრი სახლის და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩოს პრესსამსახურებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


close დახურვა