logo
ENG



Bloomberg: აშშ-მ საქართველოს ჩრდილში მყოფ მმართველს პასუხი უნდა აგებინოს

05 თებ 202007:59
3 წუთის საკითხავი
 

"შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ჩრდილში მყოფ მმართველს პასუხი უნდა აგებინოს",- ამ სათაურით  Bloomberg მორიგ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი ელი ლეიქი წერს, რომ იდეალურ სამყაროში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეშფოთება უნდა გამოთქვას საქართველოში ავტორიტარიზმის დაჩქარების გამო, რომელიც ადრე დასავლეთის საიმედო მოკავშირე იყო.

ამერიკელი ჟურნლისტის თქმით, საქართველოს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად მაინც უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი რჩება. ელი ლეიქის სტატიაში ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრი გახარია ივანიშვილის სურვილებს ემსახურება. პუბლიკაციაში ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტის, შეუსრულებელი საარჩევნო რეფორმისა და ამერიკელი კანონმდებლების მიერ მთავრობისადმი გაგზავნილი წერილების შესახებაც ვკითხულობთ. ჟურნალისტის განმარტებით, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტიანი მაშინ იქნებოდა თუ შეშფოთებას პირდაპირ ივანიშვილის მისამართით გამოთქვამდა. 


close დახურვა