logo
ENG



Bloomberg: ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა

24 ოქტ 202523:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/24/35glqa706my5le3.jpg

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა.

Bloomberg წერს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოხსენებამ.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გაუქმებული პირისპირი შეხვედრისა და შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების შეფერხებას და ომის გახანგრძლივებას ცდილობდა.

Bloomberg ასევე წერს, რომ მარკო რუბიოს პოზიცია კონტრასტშია რუსეთთან მიმართებით უფრო შემრიგებლურ სტრატეგიასთან, რომელსაც ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, უჭერდა მხარს.

ზოგიერთი წყაროს თქმით, უიტკოფის დისკუსიებმა პუტინთან და სხვა მაღალჩინოსნებთან წინა სამიტამდე ალასკაში, გამოიწვია დაბნეულობა და შექმნა ცრუ შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი მზად იყო დათმობებისთვის, რისი შესრულებაც არასდროს უნდოდა.


close დახურვა