logo
ENG



Bloomberg: უკრაინას კურსკის ტერიტორიის კონტროლი სულ მცირე კიდევ რამდენიმე თვე შეუძლია

10 ოქტ 202409:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/v0yknflhlhvus6i.png

Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას რუსეთში კურსკის ტერიტორიის კონტროლი სულ მცირე კიდევ რამდენიმე თვე შეუძლია.

როგორც Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, ამ დროისთვის უკრაინას ჯერ არ შეჰქმნია რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა კურსკის რეგიონში, რადგან რუსულმა ძალებმა მხოლოდ შეზღუდული კონტრშეტევები განახორციელეს და აღმოსავლეთ უკრაინაში წინსვლაზე კონცენტრირდნენ.

გარდა ამისა, წყაროების ცნობით, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, უკრაინელმა ჯარებმა საბრძოლო მასალის სტაბილური მარაგი მიიღეს. Bloomberg-ი წერს, რომ ეს შესაძლებელი გახდა მოკავშირეების ძალისხმევით, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივით და შეერთებული შტატების და საფრანგეთის ძალისხმევით, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საარტილერიო შესაძლებლობების გრძელვადიან განვითარებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის საზაფხულო ოპერაციამ კურსკის რეგიონში თავდაპირველად კიევის მოკავშირეები თავისი სწრაფი თავდაპირველი წარმატებით გააოცა, მაგრამ ასევე გააჩინა შეშფოთება ზოგიერთ ოფიციალურ პირში, რომ ოპერაციის პასი შეიძლება იყოს მაღალი, თუ მოსკოვი კონტრშეტევას დაიწყებს და უკრაინულ ჯარებს განდევნის.


close დახურვა