logo
ENG



CDC: ლოს ანჯელესში, 1-25 ივლისს Covid 19-ით ინფიცირებულთა 71.4% აუცრელი იყო

29 აგვ 202114:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/29/z5x1lmtdrknql1t.jpg

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვირვებით, 2021 წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ლოს-ანჯელესში კორონავირუსით ინფიცირების 43 127 შემთხვევიდან სრულად აცრილი იყო 10 895 ადამიანი (25.3%), 1 431 (3.3%) - ნაწილობრივ აცრილი და 30 801 (71.4%) - საერთოდ აუცრელი. 

25 ივლისის მონაცემებით, აუცრელ პირებში ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო შესაბამისად 4.9 და 29.2-ჯერ მეტი, ვიდრე სრულად აცრილ პირებში.

კვლევის თანახმად, 16 წელს ზემოთ აცრილ ადამიანებში გაცილებით ნაკლები იყო COVID-19 ჰოსპიტალიზაციის, მექანიკური ვენტილაციის საჭიროებით ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის ან გარდაცვალების რისკი იმ დროისათვის, როდესაც SARS-CoV-2-ის დელტა შტამი დომინანტი გახდა.

ამ პერიოდში მკვეთრად მოიმატა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, თუმცა შემთხვევები ძირითადად აუცრელ პირებში გამოვლინდა.

კერძოდ, კლინიკაში მოათავსეს სრულად აცრილი ადამიანის 3.2%, მათგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 0.5%. 

***

კორონავირუსის გართულებებისგან და სიკვდილისგან სწორედ აცრა იცავს. 

მსოფლიოში ვაქცინის 5.2 მილიარდი დოზა გაკეთდა.  

აცრა არ იცავს დაინფიცირებისგან, თუმცა, ადამიანებს ეხმარება ვირუსის მსუბუქად გადატანაში. ის რეკომენდირებულია ორსულებისთვის და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის ფეხმძიმობის ყველა ვადაზე. 

საქართველოში ამ ეტაპზე 3 სახეობის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ფაიზერი, სინოვაკი და ასტრაზენეკა 45 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის.

მეოთხე დასახელების - სინოფარმის ვაქცინაზე ამ ეტაპზე დარეგისტრირება მხოლოდ მეორე დოზაზეა შესაძლებელი.

  • აცრაზე დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ბმული: booking.moh.gov.ge
  • რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებში. 
  • აცრა კეთდება რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგითაც. 

close დახურვა