logo
ENG



CIA-ის უფროსის თქმით, პუტინის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

21 ივლ 202208:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/oq0gduse0okz436.jpg

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი არასტაბილურია ან ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა აქვს.

ვლადიმირ პუტინი წელს 70 წლის ხდება. მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიბო აქვს ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა.

უილიამ ბერნსის თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ბევრი ჭორია პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ის სრულიად ჯანმრთელია", - თქვა ბერნსმა უსაფრთხოების ფორმუზე.

ბერნსი, რომელიც მოსკოვში ელჩად მუშაობდა, ამბობს, რომ რუს ლიდერს დიდი ხანია აკვირდება და ორი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა მასთან ურთიერთობა.

"ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდებული ძალის მქონე სახელმწიფო. მას მიაჩნია, რომ ამის გასაღებია სამეზობლოში გავლენის სფეროების აღდგენა და ამის გაკეთება არ შეუძლია უკრაინაზე კონტროლის გარეშე", - თქვა CIA-ის ხელმძღვანელმა.


close დახურვა