logo
ENG



CNN-ის ცნობილ წამყვანს ლარი კინგს კორონავირუსი დაუდასტურდა

03 იან 202113:57
3 წუთის საკითხავი
 

CNN-ის ცნობილი თოქ-შოუს წამყვანს ლარი კინგს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ CNN ოჯახთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 87 წლის კინგი საავადმყოფოში 1 კვირის წინ გადაიყვანეს. ცნობილ ტელეწამყვანს აქვს დიაბეტი, გადატანილი აქვს რამდენიმე გულის შეტევა და 2017 წელს მან განაცხადა, რომ ფილტვების სიმსივნეს ებრძვის. მას ჩაუტარდა ოპერაციაც, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 

ლარი კინგს საავტორო თოქ-შოუ 25 წლის განმავლობაში მიჰყავდა. ჩაწერილი ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები. 2010 წელს ის პენსიაზე გავიდა. 


close დახურვა