logo
ENG



CNN: სლოვაკეთი უკრაინას S 300-ების გადაცემას დათანხმდა

16 მარ 202223:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/qtu51yijwy3y1tz.jpg

CNN-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი უკრაინას შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, S 300-ების გადაცემას დათანხმდა. 

თავდაცვითი სისტემა S 300-ის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს აშშ-ს სთხოვა. 

თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ და NATO ჯერაც მსჯელობენ, როგორ შეავსონ სოლვაკეთის შეიარაღება ტრანსფერის შემთხვევაში, ამიტომ უკრაინისთვის ამ სისტემის გადაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

თუ სლოვაკეთი უკრაინას თავის კუთვნილ S-300-ებს მიაწვდის, სანაცვლოდ, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას პატრიოტს მიიღებს. 

CNN-ის ცნობით, გერმანიამ და ნიდერლამდებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ სლოკავეთს პატრიოტებს გადასცემენ. 

თუმცა, ამ მომენტში, გართულებული საჰაერო თავდაცვის არქიტექტურის პირობებში, შესაძლოა ეს პროცესი დროში გაიწელოს. 


close დახურვა