logo
ENG



CNN: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 900-ს გადააჭარბა

08 თებ 202308:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/sv5bhz3xylg9c2r.png

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 900-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში სულ მცირე, 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, 34 810 - დაშავდა, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.

ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.

შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შენობიდან მოუწევთ.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.


close დახურვა