logo
ENG



CNN: თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

06 თებ 202314:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/vsomlczp85855sh.png
(Muhammed Said/Anadolu Agency/Getty Images)

CNN-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა.
 
სირიაში სულ მცირე 386 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 239 ძირითადად ალეპოს, ჰამასლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.
 
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.
 
რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.

"გადამარჩინეთ" - ამ წარწერით თურქეთში ქალმა ნანგრევებიდან ფოტო გაავრცელა. მომხმარებელმა დახმარება Twitter-ის იმ პოსტის კომენტარებში ითხოვა, სადაც თურქი მომღერალი მიწისძვრის შესახებ წერს.


close დახურვა