![2022/03/16/qtu51yijwy3y1tz.jpg](/uploads_script3/articles/2022/03/16/qtu51yijwy3y1tz.jpg)
CNN-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი უკრაინას შორი დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, S 300-ების გადაცემას დათანხმდა.
თავდაცვითი სისტემა S 300-ის გადაცემა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს აშშ-ს სთხოვა.
თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ და NATO ჯერაც მსჯელობენ, როგორ შეავსონ სოლვაკეთის შეიარაღება ტრანსფერის შემთხვევაში, ამიტომ უკრაინისთვის ამ სისტემის გადაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
თუ სლოვაკეთი უკრაინას თავის კუთვნილ S-300-ებს მიაწვდის, სანაცვლოდ, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას პატრიოტს მიიღებს.
CNN-ის ცნობით, გერმანიამ და ნიდერლამდებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ სლოკავეთს პატრიოტებს გადასცემენ.
თუმცა, ამ მომენტში, გართულებული საჰაერო თავდაცვის არქიტექტურის პირობებში, შესაძლოა ეს პროცესი დროში გაიწელოს.