logo
ENG



COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე პირების სია გაფართოვდა

23 ივლ 202116:59
3 წუთის საკითხავი
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე პირების სია გაფართოვდა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაფართოვდა იმ პირთა სია, ვისაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან გასულია მინიმუმ 3 თვე;
  • სახელმწიფო პროგრამის "იმუშავე საქართველოდან" მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.;
  • საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები (რომლებმაც ვერ მოახერხეს ქვეყნის დატოვება), შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე;
  • საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
  • №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე. 

სამინისტროს განცხადებით, პირებმა ვაქცინაციის მიზნით უნდა მიმართონ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ამცრელ დაწესებულებას და წარუდგინოს პირველი მუხლით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


close დახურვა