logo
ENG



CRRC: მწვავე პრობლემად კვლავ სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება

30 იან 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

როგორ იცვლება მოსახლეობის სოციალური და პოლიტიკური განწყობები და დამოკიდებულებები - კვლევითმა ორგანიზაცია სი-ერ-არ-სიმ (CRRC) ბოლო ათწლეული შეაჯამა. მკვლევარების აღნიშნავენ, რომ იკლებს საზოგადოების ნდობა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, ასევე პოლიტიკური პარტიების მიმართ. ბოლო წლებში, მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მზარდია იმ მოქალაქეების რაოდენობაც, ვინც მხარს უჭერს ქვეყნის დასავლურ კურსს და ინტეგრაციას ნატოში და ევროკავშირში. ენდიაის პარტნიორი სი-ერ-არ-სი თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, კვლევის შედეგებით უკმაყოფილო ხელისუფლების მხრიდან. 

"ჩვენ მხოლოდ NDI-თან არ ვთანამშრომლობთ, თუმცა მნიშვნელოვანი პარტნიორია. კითხვები კი ძირითადად შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს და ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ღია. ამიტომ ჩვენ ვაქვეყნებთ კითხვარსა და მიკრო მონაცემებს, რისი ნახვა და გაანალიზებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია",-აღნიშნა CRRC-ის დირექტორმა დავით სიჭინავამ.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით კი კვლევის შედეგად არაერთი მნიშვნლოვანი ფაქტი გამოიკვეთა, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მიმართულებით. 

"გამოკითხვის თანახმად მზარდია ეკონომიკური პრობლემებით დატვირთული მოსახლეობა და მწვავე პრობლემად კვლავ სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება. კრიზისი არის ხელისუფლების პოლიტიკა, ლართან დაკავშირებული პრობლემები და ის სტაგნაცია, რომელშიც საქართველო ბოლო 7 წლის განმავლობაში სულ უფრო ღრმად ეფლობა",-განმარტა ლაგაზიძემ


close დახურვა