logo
ENG



CRRC: 66% აზრით, საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ ყველა ან ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს

15 მარ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/07zvdrbz4lj8fvw.jpg

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა ან ზოგიერთ დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს. 39% ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა სანქციას, ხოლო 27% - ზოგიერთს.

19% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.

 

CRRC საქართველოს კვლევა მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. საველე სამუშაოები 7-10 მარტს ჩატარდა და გამოიკითხა 1 092 რესპონდენტი. ცდომილება 2,96%-ია.


close დახურვა