logo
ENG



ComCom-ის თავმჯდომარედ ოცნების პარლამენტის ყოფილი წევრი, გოგა გულორდავა აირჩიეს

29 იან 202612:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/29/9h5knfxlx84h45w.jpg

კომუნიკაციის კომისიის თავჯდომარედ ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი გოგა გულორდავა აირჩიეს.

პრესრელიზის თანახმად, კანდიდატი სამი წლის ვადით აირჩიეს და მას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა.

2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა ComCom-ის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედში ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა.

2016-2020 წლებში გოგა გულორდავა ოცნების პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.


close დახურვა