logo
ENG



ComCom: 2021-ის I კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი ჯამში ₾14.5 მლნ იყო

08 ივნ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/08/1p0fazzu6txbyle.jpg

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.

ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა ტელეკომპანია პირველს, სილქნეტს, ფორმულას, ასევე პოსტვ, ჯი-დი-ეს  თი-ვის და რ.ბ.ჯ-ს ჰქონდათ, ხოლო ტელეიმედის, რუსთავი 2-ის, მთავარი არხის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება გამოვლინდა.

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი - 5.3 მილიონი ლარი

  • რუსთავი 2 - 2.0 მილიონი ლარი

  • მთავარი არხი - 1.9 მილიონი ლარი

  • ტელეკომპანია პირველი - 1.2 მილიონი ლარი

  • სილქნეტი - 0.8 მილიონი ლარი

  • ფორმულა - 0.7 მილიონი ლარი

  • პოსტვ - 0.7 მილიონი ლარი

  • ჯი-დი-ეს თი-ვი - 0.6 მილიონი ლარი

  • რ.ბ.ჯ - 0.2 მილიონი ლარი

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 0.2 მილიონი ლარი

  • სხვა - 1.0 მილიონი ლარი

სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებს, კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. 


close დახურვა