logo
ENG



Covid-19-ის გამო, გახარიამ უწყებებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს

02 სექ 202011:11
3 წუთის საკითხავი
 
1owhdn59smxo1dx.jpg

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები. დღეს, 2 სექტემბრის უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე მან თბილისის მერიასაც მოუწოდა, ტრანსპორტში გამკაცრდეს ნორმები.

"ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ  სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 22 ბათუმიდანაა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა