logo
ENG



Covid-19 საქართველოში კიდევ 5 მოქალაქეს დაუდასტურდა

01 აპრ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 
0o4fs06kx0dtmxl.jpg

Covid-19 საქართველოში კიდევ 5 მოქალაქეს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ახალი პაციენტებიდან 2, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ამ დროისთვის დაავადებისგან სულ 22 ადამიანი განიკურნა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5783 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.

კორონავირუსი პირველად საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში მეორე დღეა მოქმედებს საყოველთაო კარანტინი. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე კი საკომენდანტო საათია გამოცხადებული.


close დახურვა