logo
ENG



DRI აჭარის ტელევიზიაზე: დაიწყოს გამოძიება დირექტორის წეწოლაზე თანამშრომლების მიმართ

13 მაი 202014:05
3 წუთის საკითხავი
 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის დაუსაბუთებელი და არაერთჯერადი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაუწყებლის მიერ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების იდეას და ხელისუფლების მიერ მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს. შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე.

ასევე ორგანიზაცია მიმართავს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

DRI მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და  საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსაც, გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.


close დახურვა