ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფეისბუქმომხმარებლები პასუხისმგებლები არიან სიძულვილისა და ძალადობის გავრცელებაში, თუკი არ წაშლიან სხვების მიერ მათ პირად გვერდზე განთავსებულ დისკრიმინაციულ კომენტარებს.
გადაწყვეტილება არის შედეგი იმ საქმის განხილვისა, რომელიც ჟულიენ სანჩესს, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქის მერს უკავშირდება.
ჟულიენ სანჩესმა 2011 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა მისი ოპონენტის შესახებ.
მისი პარტიის ერთერთმა მხარდამჭერმა, ქალაქის ნიმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, პოსტზე შემდეგნაირი კომენტარი დატოვა:
„ამ კაცმა ნიმი ალჟირად გადააქცია. არაა გასაკვირი, რომ ახლა ბრიუსელი აირჩია, როგორც შარიათის წესრიგის დედაქალაქი. ქუჩა აღარ არსებობს, სადაც ქაბაბის მაღაზია და მეჩეთი არ აშენდა"
გარდა ამისა, სანჩესის მხარდამჭერი მუსლიმებს ნარკოტიკის გამსაღებლებთან და მოძალადე ჯგუფებთან აკავშირებდა.
2013 წელს სასამართლომ სანჩესი და მისი მხარდამჭერები სიძულვილის გაღვივებაში ცნო დამნაშავედ. ჟულიენ სანჩესმა საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაიღო.
უმაღლესმა ევროპულმა სასამართლომ კი გამოიტანა განაჩენი, რომ სანჩესის მსჯავრი კანონიერი იყო და არ ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას. სანჩესი, როგორც პოსტის ავტორი და პლატფორმაზე კომუნიკაციის ადმინისტრატორი, მთავარ დამნაშავედ იქნა ცნობილი.