logo
ENG



EMA-მ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

28 მაი 202121:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/28/whu2jfsj6jskq44.jpg

ევროპის წამლების სააგენტომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. 

ეს ვაქცინა პირველია, რომელიც ხსენებული ასაკობრივი ჯგუფისთვის დაამტკიცეს. 

"კვლევებში 2 260 მოზარდი 12-დან 15 წლამდე მონაწილეობდა. მათმა ნაწილმა პლაცებო მიიღო და ამ ჯგუფში კორონავირუსის 18 შემთხვევა გამოვლინდა. ხოლო მათ, ვისაც ვაქცინა გაუკეთეს, კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. ეს გახდა იმის დასტური, რომ ვაქცინა 100%-იანი ეფექტურობის არის", - განაცხადეს კომპანიაში. 

ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფშიც რისკებს აღემატება.

აქამდე, ამ პრეპარატით 16 წელს ზემოთ პირების აცრა იყო დაშვებული. მანამდე, 11 მაისს Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა

 


close დახურვა