logo
ENG



EMC: კანონპროექტი ვერ გააუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას

23 ივნ 202009:40
3 წუთის საკითხავი
 

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვას მესამე სექტორის წარმომადგენლები აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანასა და პროცესში შშმ პირთა ჩართულობისკენ მოუწოდებენ. 

EMC-ის იურისტის მარიამ ჯანიაშვილის განმარტებით, პრობლემურია კანონპროექტის შინაარსობრივი მხარეც, რომელიც  ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. 

„აღნიშნული კანონპროექტი თავიდანვე შშმ პირებისა და შშმ პირების უფლებებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან შინაარსობრივად შეფასდა, როგორც დეკლარაციული. კანონპროექტი ძირითადად ვერ აწესებს შშმ პირების უფლებების დაცვის ეფექურ მექანიზმებს და ვერ გააუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, კოალიციურად მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რომ პირველ რიგში, არ მოხდეს შშმ პირთა კანონპროექტის, რომლის მიმართაც უამრავი შენიშვნა გვაქვს, არ მოხდეს დაჩქარებულ რეჟიმში მიღება. რეალურად, შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს შშმ პირებს, ეფექტიანად გამოთქვან თავიანთი აზრები“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.


close დახურვა