logo
ENG



EMC თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს

26 თებ 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, აშკარა ხდება გამოძიების არაეფექტიანობა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში იმ უზუსტობებზეც საუბრობენ, რომლებიც სპეცრაზმის წარმომადგენლების ჩვენებებსა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ გარემოებებს  შორის არის. 

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ შეფასება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე პროკურატურის მიერ მიღებულ დადგენილებას გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. პროკურატურამ დაადასტურა, რომ თითქოს თემირლანს ქონდა ხელყუმბარა და თითქოს ცდილობდა ხელყუმბარის გააქტიურებას. რის გამოც, სპეცრაზმელები აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ ამ შეფასებას არ ვეთანხმებით“, - აცხადებს ჩუთლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება შეწყვიტა. 


close დახურვა