logo
ENG



EMC მთავრობას მოუწოდებს დასაქმებულთა ტრანსპორტირების საკითხი მოაგვაროს

03 აპრ 202010:11
3 წუთის საკითხავი
clock 286

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დასაქმებულთა ტრანსპორტირების საკითხი მოაგვაროს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, კომპანიებს არ აქვთ უფლება აიძულონ თანამშრომლები საკუთარი ხარჯებით ტაქსით გადაადგილდნენ.

EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, ეს გარემოებები დასაქმებულებზე მძიმედ აისახება.


close დახურვა