logo
ENG



EMC - მინდელის შახტის ადმინისტრაციამ არ ჩაატარა საჭირო გეოლოგიური კვლევები

23 ოქტ 201909:22
3 წუთის საკითხავი
 
3bg349hj4mqumum.jpg

გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შახტებში მომხდარი შემთხვევების შესახებ მონიტორინგი ჩაატარა. 

საქმე ეხება მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევებს. EMC-მ აღმოაჩინა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო. რაც შეეხება გამოძიებას, ცენტრში აცხადებენ, რომ ის ეფექტიანად არ ჩატარდა. იემსის კვლების მიხედვით, 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, საწარმოებში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.  

"16 ივლის მომხდარ შემთხვევას წინ უსწრებდა 5 აპრილს მომხდარი მძიმე შემთხვევა, როცა 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, შახტის ადმინისტრაციამ კვალ განაგრძო მოპოვებითი სამუშაოების წარმოება. არ ჩაატარა საჭირო გეოლოგიური კვლევები. გამოძიება არ წარიმართა იმგვარად , რომ გამოკვეთილიყო მაღალი მენეჯერული რგოლების პასუხისმგებლობა,-"განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა ქეთი ჩუთლაშვილმა. 

 


close დახურვა