logo
ENG



EMC - სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესში დარღვევები ფიქსირდება

31 იან 202009:34
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესში დარღვევებზე საუბრობს.

როგორც "ფორმულასთან" საუბარში EMC-ის წარმომადგენელი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბუნდოვანი და მიუღებელია.

ცენტრში მიაჩნიათ, რომ ურთულეს პირობებში მომუშავე სოციალური მუშაკები ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დასაცავად იბრძვიან. იმ დროს კი, როდესაც სააგენტოში თანამშრომლების დამატება იყო საჭირო, EMC-ისთვის გაუგებარია, რატომ გაათავისუფლეს 40 კვალიფიციური თანამშრომელი.

„მოულოდნელი იყო ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, გაეთავისუფლათ 40 კვალიფიციური მუშაკი სამსახურიდან, მაშინ როდესაც პირიქით კადრი არის ამ სამსახურის პირველი და მთავარი გამოწვევა. პროცესიც ბუნდოვანი იყო“, -აღნიშნა EMC-ის სოციალური პროგრამის პოლიტიკის დირექტორმა კოტე ერისთავმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სოციალურ მუშაკებს ამცირებს და უსამსახუროდ ტოვებს. 

 

 


close დახურვა