logo
ENG



EMC 20 -21 ივნისის მოვლენებზე: პოლიციის პოლიტიზირების ნიშნები გამოიკვეთა

11 დეკ 201908:48
3 წუთის საკითხავი
 
56wkdjv03ghnzsw.jpg

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური, სოციალური და უფლებრივი თვალსაზრისით ეს იყო "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული წელი იყო. შეფასება , 21 ივნისის მოვლენებს, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, ეხება.  

"ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა შიდა ინსტიტუციებიდან ქუჩებში გადაინაცვალა და ამ დროს "ქართული ოცნება" სიტუაციის ნორმალიზებას არ ცდილობს. ჩვენ შეფასებული გვაქვს 20 ივნისი და შემდგომში დარღვეული ფაქტები. ამ პროცესებში კი პოლიციის პოლიტიზირების ნიშნები გამოიკვეთა, რაც საზიანოა და აზიანებს იმ რეფორმებს, რაც წლების განმვლობაში ამ უწყებაში მიმდინარეობდა",-განმარტავს EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

 


close დახურვა