ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დასაქმებულთა ტრანსპორტირების საკითხი მოაგვაროს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იმ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, კომპანიებს არ აქვთ უფლება აიძულონ თანამშრომლები საკუთარი ხარჯებით ტაქსით გადაადგილდნენ.
EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, ეს გარემოებები დასაქმებულებზე მძიმედ აისახება.