logo
ENG



EMC მიხაილოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

11 ნოე 202016:41
3 წუთის საკითხავი
 
EMC მიხაილოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მიხაილო თოდუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გაასაჩივრებს. თოდუა პატიმრობაში არ დააბრუნეს, თუმცა მას შინაპატიმრობის პირობები დაუმძიმეს. მას გარეთ ყოფნის დრო ორი საათით შეუმცირეს.

"EMC აგრძელებს მიხაილოსთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას და სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

მიხაილო თოდუას საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება პრობაციის სააგენტომ მოითხოვა. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც უწყებამ მას არასაპატიოდ ჩაუთვალა. 

თავად მიხაილო თოდუა პრობაციის სააგენტოს მოთხოვნას "პოლიტიკურ ამბავს" უწოდებს. იმავეს ამბობენ "გირჩშიც".


close დახურვა