logo
ENG



EPP-ის რეზოლუცია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს

07 ივნ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock 2171

ევროპის სახალხო პარტია ამზადებს პროექტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოიცავს. დებატები 8 ივნისს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა მომდევნო დღეს. 

თავდაპირველად რეზოლუციის ტექსტი რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. 

აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევას ეხება. 

რეზოლუციის მეხუთე პუნქტი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს "განიხილონ ის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრისთვის, ისევე, როგორც მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ენთუზიაზმით იყენებენ შერჩევით სამართალს და ჩრდილს აყენებენ კანონის დასაცავად დადებულ ფიცს, უნდა დაექვემდებარონ მიზანმიმართულ პიროვნულ სანქციებს".

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ევროპარლამენტარებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის გამო. 

გარდა ამისა, დაგმობილია ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ევროპარლამენტარებზე თავდასხმა:

"ამან შეიძლება განსაკუთრებით ნეგატიური ეფექტი იქონიოს ევროკომისიის მიერ საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის მიმდინარე შეფასებაზე".

რეზოლუციაში ნახსენებია 5 ივლისის მოვლენები და მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც. რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებასთან მიმართებით. დოკუმენტში, ასევე, საუბარია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ის ჰუმანიტარული საფუძვლებით გაათავისუფლოს, რათა საზღვარგარეთ იმკურნალოს. 


close დახურვა