ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში. ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში ისინი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
"შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაფერის სამოქალაქო საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევში, ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გაუარესებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
We are concerned with reported @SaakashviliM's health deteriorated conditions. We call on Georgian authorities to transfer urgently former President Saakashvili to an appropriate civil hospital; by not doing so, authorities bear responsibility for any aggravation of his health.
მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი.
ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.