logo
ENG



EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არჩევნების შემდგომ ვითარებაზე იმსჯელებენ

07 დეკ 202011:36
3 წუთის საკითხავი
 
EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არჩევნების შემდგომ ვითარებაზე იმსჯელებენ

ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საბჭო საქართველოში არჩევნების შემდგომ პერიოდში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის ვენესუელას არჩევნების ლეგიტიმაციის და თურქეთში ადამიანის უფლებების საკითხი. 

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე, ინტერესების ფარგლებში, შეაფასებენ ჰონგჯონგის კანონს უსაფრთხოების შესახებ. 

სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.  


close დახურვა