logo
ENG



EU-ს 17-მა ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500 გენერატორი გაუგზავნა

05 ნოე 202220:44
3 წუთის საკითხავი
clock 514
2022/11/05/sbd1ngs557gua07.jpg

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500 გენერატორი გაუგზავნა. ინფორმაციას ევროკავშირის Civil Protection Mechanism-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

საუბარია: სლოვაკეთზე, სლოვენიაზე, ირლანდიაზე, ავსტრიაზე, შვედეთზე, ესპანეთზე, გერმანიაზე, იტალიაზე, დანიაზე, ფინეთზე, ესტონეთზე, ბელგიაზე, ბულგარეთზე, ლუქსემბურგზე, კვიპროსზე, პოლონეთსა და საფრანგეთზე.

"უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. იმისათვის რომ ელექტროენერგიისა და გათბობაზე წვდომა შუნარჩუნდეს, ევროკავშირის 17 ქვეყანამ უკრაინას ელექტროენერგიის 500-მდე გენერატორი ევროკავშირის Civil Protection Mechanism-ის საშუალებით გაუგზავნა", - წერია Twitter-ზე.

მანამდე, 3 ნოემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინას ზამთრის პერიოდშიც გაუწევენ დახმარებას. 

"დიდი შვიდეული უკრაინას დაეხმარება ზამთრის გადატანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ადამიანები - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - შიმშილისგან ან სიცივისგან დაიღუპონ, იმის ფონზე, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთი ხისტ ტაქტიკას ირჩევს. ჩვენ მივაწვდით გამათბობლებს, საწოლებს, საბნებსა და კარვებს, სხვა ჰუმანიტარულ ტვირთსაც", - თქვა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ გერმანიამ უკრაინას 100 გენერატორზე მეტი უკვე გაუგზავნა, რათა ქსელის სტაბილიზაცია მოხდეს.

 

 


close დახურვა