logo
ENG



EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ოპოზიციის ნაწილმა გეგმა წარადგინა

27 მაი 202216:22
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა 7-პუნქტიანი წინადადება წარადგინა, რომლის შესრულებაც, მათი თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ  კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის 7-პუნქტიანი პაკეტი პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა:

  • ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;
  • საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით მიღება;
  • შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;
  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში;
  • მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;
  • ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება

საპარლამენტო ოპიზიციამ მათი წინადადება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე წარუდგუნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს ის პრობლემური საკითხები გადასცეს  რის გამოც საქართველომ შესაძლოა EU-ის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის 15 ფორმულამ მოიპოვა:

1. 5 ივლისი - ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა;

2. 14, 29 დეკემბერს მოსამართლეების დანიშვნა, - ეუთო-ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა;

3. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლა;

4. 27 აგვისტო -  ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების სამართლებრივი კრიტერიუმის შეუსრულებლობა, - 75 მილიონი ევროს მიღებაზე ქართული ოცნების უარი;

5. 7 სექტემბერი - საკონსტიტუციო ცვლილებები, გენერალური პროკურორის არჩევის წესისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;

6. 13 სექტემბერი -  უკანონო მოსმენა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის;

7. საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შეფასება;

8. ორი ახალი მოსამართლის დანიშვნა იუსტიციის საბჭოში;

9.  განსაკუთრებული ინტერესის პატიმრის, სააკაშვილის უფლებების დაცვაზე წუხილები, გლდანში გადაყვანის ეპიზოდი;

10. 30 დეკემბერი - სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმება;

11. 30 დეკემბერი - საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები;

12. 18 იანვარი -  ევროპარლამენტთან თანამშრომლობის "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის ჩაშლა, -  შალვა პაპუაშვილის უარი ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ჩაშლილი ვიზიტი;

13. 5 თებერვალი - ოპოზიციონერებისთვის მანდატის შეწყვეტა;

14. 15 თებერვალი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კანდიდატების დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესი;

15. 16 მაისი - ნიკა გვარამიასა და სხვა თანამშრომლებისთვის გამოტანილი სასჯელი.


close დახურვა