logo
ENG



EUAA: 2025 წელს ევროკავშირში საქართველოს 15 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი

20 მარ 202620:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/2m5qj8zo2zb1v36.jpg

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ევროკავშირში საქართველოს 15 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი.

EUAA-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მსგავსია, თუმცა წინა წლებთან შედარებით უფრო დაბალია. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ითხოვენ, თუმცა ყველაზე მეტი განაცხადი საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ფიქსირდება.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ცნობით, მიუხედავად მოთხოვნების რაოდენობისა, თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი დაბალია - დაახლოებით 5%, რაც ნიშნავს, რომ განაცხადების უმეტესობა უარყოფითად სრულდება.

2025 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 12 000 საქართველოს მოქალაქის განაცხადი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გერმანიიდან დეპორტისთვის ყველაზე მეტი ნებართვა საქართველოს მოქალაქეებზე გაიცა. როგორც Deutsche Welle გერმანული საინფორმაციო სააგენტოს dpa-ზე დაყრდნობით წერს, ჯამში დეპორტის ბრძანება გასულ წელს საქართველოს 671 მოქალაქეზე გაიცა, შემდეგ მოდის ალბანეთი 661 შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა თურქეთი 618 დეპორტაციით. როგორც გამოცემა წერს, ჯამში გერმანიამ შარშან 8 232 პირის მიმართ გამოსცა დეპორტის ბრძანება.


close დახურვა