logo
ENG



EU ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან გამართავს

29 იან 202216:21
3 წუთის საკითხავი
clock 626
2022/01/29/d3j4mrqqqoy47c8.jpg

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი, კადრი სიმსონი მომდევნო კვირას აზერბაიჯანში გაფრინდება და მოლაპარაკებებს ქვეყნის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან გამართავს. 

Financial Times-ის ცნობით, ბრიუსელი მოლაპარაკებებს ასევე აწარმოებს ზოგიერთ აზიურ ქვეყანასთან. 

გამოცემის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა ევროპის ენერგომომარაგება დაიცვან. 

სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია ის, რომ ევროკავშირი დელეგაციის აზერბაიჯანში გასაგზავნად ემზადება - დასავლეთში შიშობენ, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის საპასუხო ნაბიჯი შეიძლება გაზის მოწოდების შემცირება იყოს. 

"ჩვენ ვცდილობთ, მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ მომწოდებელს". - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა Financial Times-თან. ​

ამასთან, აშშ, ევროპაში ბუნებრივი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის ისეთ მწარმოებლებთან, როგორიც კატარია.

ჯო ბაიდენის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ვონ დერ ლეიენის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი თანამშრომლობენ მთავრობებთან და ბაზრის მოთამაშეებთან, რათა უზრუნველყონ მარაგის ქონა გადაუდებელი შემთხვევებისთვის. 


close დახურვა