logo
ENG



EU რუსეთს ძალების გაყვანას სთხოვს, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას უცხადებს

24 თებ 202215:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/pr9qxv6bywwi3nq.jpg

ვროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, მოუწოდებს რუსეთს დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ასევე, ევროკავშირი ადასტურებს მის ერთგულებას უკრაინისადმი და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მოლოვას სუვერენიტეტისადმი.

ევროკავშირი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთს მოსთხოვოს აგრესიის შეწყვეტა და აცხადებს, რომ რუსეთს, რომელსაც სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა მოუწევს პასუხების გაცემა.

ევროკავშირის განცხადება სრულად:

"ევროკავშირი ძლიერ გმობს უკრაინის არაპროვოცირებულ შეჭრის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიმართ. ჩვენ ასევე ვგმობთ ბელარუსის ჩართულობას ამ აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ მას მოქმედებას საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით.

ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტ პუტინისგან რომ შეაჩეროს რუსული სამხედრო ოპერაციები დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა აგრესიის ამ ქმედებაზე და ყველა დესტრუქციასა და სიცოცხლის მოსპობაზე, რაც ამას მოყვება. რუსეთი იქნება პასუხისმგებელი თავისი ქმედებებისთვის.

რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე, დამოუკიდებელ და სუვერენიტეტულ სახელმწიფოზე საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს.

ევროკავშირი ტრანსატლანტიკურ და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად გაერთიანდა და გასწია უპრეცედენტო ძალისხმევა, რომ რუსეთის გამოწვეული კრიზისი დიპლომატიურად მოგვარებულიყო. რუსეთმა არ გაითვალისწინა ეს ძალისხმევა და ამის ნაცვლად აირჩია ცალმხრივი მძიმე და წინასწარგანზრახული ესკალაცია.

ევროკავშირმა იმთავითვე ნათლად და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განაცხადა, რომ ნებისმიერ მომდევნო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მოყვება მასიური შედეგები და სასტიკ ფასად დაჯდება.

ევროკავშირის პასუხი მოიცავს დარგობრივ და ინდივიდუალურ ზომებს, სრულად კოორდინირებულს ჩვენს მოკავშირეებთან.

რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ევროკავშირი იქნება მტკიცედ ერთიანი, როცა მიიღებს შემდგომ ზომებს პარტნიორებთან ერთად.

ევროკავშირი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მოითხოვოს რუსეთისგან დაუყონებლივ დასრულება აგრესიისა, რომელიც საფრთხეში აგდებს საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას გლობალური მასშტაბით.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას ჰუმანიტარულ საჭიროებებზე წვდომა, ყველასთვის ვისაც დასჭირდება. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს უზრუნველყოს ეუთოს სპეციალური საგანგებო მისიის უსაფრთხოება.

ევროკავშირი კვლავ ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ადასტურებს მის ერთგულებას ევროკავშირთან უკრაინის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და მისი დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტების და წარმომადგენლების გვერდით. ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა