logo
ENG



EU უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.5 მილიარდ ევროს დღეს გადასცემს

26 ივლ 202413:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/m8t6amu2lmzlbjr.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობითევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1.5 მილიარდ ევროს უკრაინას, ქვეყნის თავდაცვისა და აღდგენისთვის, დღეს გადასცემს.

"დღეს EU-მა შესაძლებელი გახადა უკრაინის მხარდაჭერა 1.5 მილიარდი ევროს პირველი გადახდით... ეს თანხა ახლა ევროპის მშვიდობის ფონდისა და უკრაინის ფონდის მეშვეობით იქნება მიმართული უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების მხარდასაჭერად, ასევე ქვეყნის აღდგენის მხარდასაჭერად", - წერია განცხადებაში. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული ფულისთვის უკეთესი დანიშნულების მიცემა შეუძლებელია. 

"EU უკრაინის გვერდით დგას. დღეს ჩვენ 1.5 მილიარდ ევროს გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის გადავრიცხავთ. არ არსებობს უკეთესი გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე უკრაინის და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

 

 


close დახურვა