logo
ENG



EaP-ის ინდექსში საქართველო მესამე ადგილზეა, პირველზე - მოლდოვა

24 იან 202423:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/25/2vpjt81zw3h2auu.jpg

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.

როგორც EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.

"EaP-ის 2023 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ეს ორი კანდიდატი ქვეყანა სტაბილურად ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც გაწევრიანების გზის პროცესის გასაგრძელებლად ბრიუსელი მათგან ელის", - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანამ ბევრ სფეროში უკუსვლა განიცადა, რაც პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც აისახება. ქვეყნების საერთო ქულები ასე გადანაწილდა:

  • სომხეთი - 0,61;
  • აზერბაიჯანი - 0,47;
  • ბელარუსი - 0,45;
  • საქართველო - 0,63;
  • მოლდოვა - 0,70;
  • უკრაინა - 0,63.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სომხეთი - 0,7;
  • აზერბაიჯანი - 0,37;
  • ბელარუსი - 0,24;
  • საქართველო - 0,65;
  • მოლდოვა - 0,78;
  • უკრაინა - 0,72.

ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით:

  • სომხეთი - 0,57;
  • აზერბაიჯანი - 0,5;
  • ბელარუსი - 0,38;
  • საქართველო - 0,64;
  • მოლდოვა - 0,64;
  • უკრაინა - 0,6.

მდგრადი განვითარების მიმართულებით:

  • სომხეთი - 0,55;
  • აზერბაიჯანი - 0,53;
  • ბელარუსი - 0,72;
  • საქართველო - 0,6;
  • მოლდოვა - 0,68;
  • უკრაინა - 0,67.

close დახურვა