აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა.
როგორც EaP-ის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, პირველი ორი ადგილი ადასტურებს მოლდოვა-უკრაინის მიღწევებს ევროკავშირის რეფორმების კუთხით მიზნების მისაღწევად.
"EaP-ის 2023 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ ევროკავშირის ეს ორი კანდიდატი ქვეყანა სტაბილურად ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომელსაც გაწევრიანების გზის პროცესის გასაგრძელებლად ბრიუსელი მათგან ელის", - ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანამ ბევრ სფეროში უკუსვლა განიცადა, რაც პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც აისახება. ქვეყნების საერთო ქულები ასე გადანაწილდა:
- სომხეთი - 0,61;
- აზერბაიჯანი - 0,47;
- ბელარუსი - 0,45;
- საქართველო - 0,63;
- მოლდოვა - 0,70;
- უკრაინა - 0,63.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- სომხეთი - 0,7;
- აზერბაიჯანი - 0,37;
- ბელარუსი - 0,24;
- საქართველო - 0,65;
- მოლდოვა - 0,78;
- უკრაინა - 0,72.
ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით:
- სომხეთი - 0,57;
- აზერბაიჯანი - 0,5;
- ბელარუსი - 0,38;
- საქართველო - 0,64;
- მოლდოვა - 0,64;
- უკრაინა - 0,6.
მდგრადი განვითარების მიმართულებით:
- სომხეთი - 0,55;
- აზერბაიჯანი - 0,53;
- ბელარუსი - 0,72;
- საქართველო - 0,6;
- მოლდოვა - 0,68;
- უკრაინა - 0,67.