logo
ENG



Edison: 87%-ის აზრით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით უფლებები ირღვევა

27 სექ 202421:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/9ozhxlxo596367h.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 87% მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების არგახსნით საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა. მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებით უფლებები არ ირღვევა.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.


close დახურვა