logo
ENG



Edison Research: ამომრჩევლების 70% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია

29 დეკ 202317:04
3 წუთის საკითხავი
clock 918

Edison Research-ის კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 70% თავის პოლიტიკურ არჩევანში დარწმუნებულია.

გარდა ამისა, გამოკითხულებს სთხოვეს, 10-ბალიან შკალაზე შეეფასებინათ თავიანთი განწყობა, სადაც 10 ქულა არის პასუხი - აუცილებლად წავალ არჩევნებზე, ხოლო 1 ქულა - აუცილებლად არ წავალ არჩევნებზე. 

კითხვაზე, "2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ ამ არჩევნებში?" - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • აუცილებლად წავალ არჩევნებზე - 72.6%
  • აუცილებლად არ წავალ არჩევნებზე 5.3%

ამავე კვლევით გამოვლენილი პარტიული რეიტინგები იხილეთ აქ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.


close დახურვა