logo
ENG



Edison Research: ვის კანდიდატს უჭერენ მხარს საკუთარი ქალაქის მერის არჩევებზე

09 სექ 202121:03
3 წუთის საკითხავი
clock 4643
kvleva 13

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას მათ ქალაქში, მერის არჩევნები რომ დღეს ჩატარებულიყო (თბილისს გარეთ), მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

კანდიდატი ქართული ოცნებიდან  - 35%;

ოპოზიციის საერთო კანდიდატი - 33%;

გახარია - საქართველოსთვის კანდიდატი - 15%;

არცერთი მათგანი - 6%;

არ ვიცი/უარი პასუხზე - 11%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


close დახურვა