Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 71% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 29%-ს კი პირიქით, მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.
ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა, 2020 წლის ოქტომბრის კვლევის შემდეგ, როდესაც მოსახლეობის 61%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.
ამავე კვლევაში, კითხვაზე: "მომდევნო წლებზე ფიქრისას, რა განწყობა აღწერს ყველაზე უკეთ თუ რას გრძნობთ თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე?" - გამოკითხული მოქალაქეების 34% პასუხად "შფოთვას" აფიქსირებს. 44% "ოპტიმისტურადაა" განწყობილი; 22% კი "გულგრილობას" გამოხატავს.
პოლიტიკური პარტიების და პარტიული ლიდერების რეიტინგების პრეზენტაციას დეტალურად ნახავთ დღეს, 24 ივნისს ფორმულას ეთერში, საღამოს 9 საათზე.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 ივნისისა - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.