logo
ENG

Edison Research: მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

09 სექ 202112:23
3 წუთის საკითხავი
clock 955

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

გამოკითხულთა 28% კი ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ კვლევაში 29% ფიქრობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 71% - არასწორი.

რაც შეეხება წინა კვლევებს:

  • 2020 წლის 24 ოქტომბრის კვლევა: 39% სწორი, 61% არასწორი.
  • 2020 წლის 7 ოქტომბრის კვლევა: 40% სწორი, 60% არასწორი.
  • 2020 წლის სექტემბრის კვლევა: 43% სწორი, 57% არასწორი.
  • 2020 წლის ივლისის კვლევა: 42% სწორი, 58% არასწორი.
  • 2020 წლის თებერვლის კვლევა: 27% სწორი, 73% არასწორი.
  • 2019 წლის ოქტომბრის კვლევა: 23% სწორი, 77% არასწორი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

close დახურვა