Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 92% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნამდვილად“, ან „სავარაუდოდ“ მიიღებს.
შედეგების თანახმად, პასუხები კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგნაირად ნაწილდება:
- 76% არჩევნებში მონაწილეობას "აუცილებლად მიიღებს";
- 16% არჩევნებში მონაწილეობას "სავარაუდოდ მიიღებს";
- 3% არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად არ მიიღებს";
- 3% "სავარაუდოდ არ მიიღებს".
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.