logo
ENG



Edison Research: უმრავლესობის აზრით, სასულიერო პირებს პოლიტიკური მიზნებისთვის უსმენენ

27 სექ 202122:16
3 წუთის საკითხავი
clock 965

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასულიერო პირების პირად ინფორმაციას უსმენს, რათა შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

კითხვას - "თქვენი აზრით, ხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირების პირადი ინფორმაციის მოსმენა, რათა შემდგომ ჩანაწერების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს?"  - 55% დადებითად პასუხობს, 45% კი ამ დებულებას არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. 

პირისპირი მეთოდით გამოიკითხა 1500 ადამიანი.

გამოიკითხნენ 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა