"დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?" - Edison Research-ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხად, 18-24 წლის პირების 73% ოპოზიციის ემხრობა. მათი 27% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას.
ასევე, კვლევით, 65 წელს ზემოთ ადამიანების 48% ქართულ ოცნებას, 52% კი ოპოზიციას ემხრობა.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.