kvleva 17
Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 54% ამბობს,რომ 5 ივლისის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ სწორი პოზიცია დაიკავა. 46% კი ამბობს, რომ ეს პოზიცია არასწორი იყო.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.