logo
ENG



Edison Research: 58% ქართული ოცნების წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის სანქციებს ემხრობა

09 სექ 202121:56
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 15

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 58% ქართული ოცნების წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ემხრობა.

შესაბამისად, მოსახლეობის 42% მმართველი გუნდის წევრების მიმართ სანქციების დაწესებას არ ემხრობა. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

 


close დახურვა